როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადება

როგორი ხარისხის წყალს ვსვამთ - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადება

თბილისის მოსახლეობისთვის 2014 წლის 27 მაისს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში დღეს მთლიანად აკმაყოფილებს "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით"გათვალისწინებულ პარამეტრებს.

კომპანიის ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური Facebook-გვერდით თბილისელებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად გაეცნონ "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებსა და კომპანიის წყალსადენის სათავო ნაგებობებიდან მიღებული სასმელი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აბონენტს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის ეჭვი ან პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11 ) ან Facebook-ის გვერდს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია