გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატრიარქს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს (+7 ფოტო)

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატრიარქს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს (+7 ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა "ქართული ფრესკა-აღდგომა" გახსნა.

გამოფენის გახსნას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები დაესწრნენ.

გამოფენზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი ქართული კედლის მხატვრობის 50-მდე ნამუშევარი და ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. ფერწერული ტილოების ავტორები ირაკლი ფარჯიანი და მერაბ აბრამიშვილი არიან.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა, უწმინდესმა და მოწვეულმა სტუმრებმა პატრიარქის აღსაყდრების ამსახველ ფილმს უყურეს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმის ციფრულ ტექნოლოგიაზე გადატანა მოხდა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააფინანსა.

ღონისძიების ფარგლებში დღეს პრეზიდენტმა პატრიარქს არყის ხე აჩუქა, უწმინდესმა კი ქვეყნის პირველ პირს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.

გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამაღლების დღესასწაულზე დაიხურება.

28-29 მაისს, ექსპოზიციის ნახვა 12.00 საათიდან 20.00 საათამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია