სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ეკატერინე ქავთარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არის.

"სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ყველა სკოლამ დაამუშავა, როგორც იყო რეკომენდებული, საოჯახო ფხვნილებით და სადეზინფექციო საშუალებებით მერხები, ფანჯრის რაფები, კედლები, მთლიანად სკოლის შენობა. განსაკუთრებულად დამუშავდა სველი წერტილები. სკოლები მზად არის მოსწავლეების მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ პატარა ბავშვებს არ აქვთ უნარჩვევები დაიცვან პირადი ჰიგიენა, რომ არ მოხდეს დაავადების ურთიერთგადადება და გავრცელება, უმჯობესია იყვნენ ოჯახის პირობებში და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კვლავ შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არის ეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.

ეკატერინე ქავთარაძემ კი იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ ეხებათ სწავლის შეწყვეტა მაღალი კლასის მოსწავლეებს. მისი თქმით მაღალ კლასებში ვირუსული მენინგიტის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.

"დაფიქსირებულია ერთეული შემთხვევები. პირადი ჰიგიენის უნარჩვევებსაც მეტად ფლობენ. ერთეული შემთხვევების ეპიდემოლოგიური ანალიზი არ გვაძლევს ასეთ ფონზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. არანაირი საფუძველი იმისა, რომ 12 კლასის ჩათვლით შეწყვეტილიყო სწავლა, არ არსებობს", - განაცხადა ქავთარაძემ.

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა მეორედან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია