"ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი?" - გამოკითხვა ქუთაისში - ვინ უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი?

"ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი?" - გამოკითხვა ქუთაისში - ვინ უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი?

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

psnews.ge დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ თემაზე ქუთაისის მოსახლეობა. კითხვაზე, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას? - ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა პასუხობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის პირველმა პირმა უნდა მიიღოს.

გოჩა აბდალაძე: "ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი? სხვას რას აკეთებს, აბა, ქვეყანაში? არაფერი არ შეუცვლია სასიკეთოდ, ახლა კი ასეთ მნიშვნელოვან საქმეს სხვას აბარებს. ეს არ არის სწორი".

ზაურ ამაღლობელი: "რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, აბა რისი პრეზიდენტია თუ ასე გადააბარა სხვებს მისი მოვალეობები".

თეიმურაზ მჟავანაძე: "ჩვენ მარგველაშვილს ვანდეთ სახელმწიფო, მას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები გაეკეთებინა, მაგრამ მე პირადად, მისი გაკეთებული კარგი ვერაფერი დავინახე. ქვეყანაში პირველი პირია და, შესაბამისად, თვითონ უნდა ასრულებდეს იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია და არ უნდა გადაამისამართოს მისი მოვალეობები თანანმდებობის სხვა პირებზე".

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია