"აბუქებთ, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ!" - ღარიბაშვილი მარგველაშვილზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა

"აბუქებთ, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ!" - ღარიბაშვილი მარგველაშვილზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა

არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მოვაწერო ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

"ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თქვენ აბუქებთ ახლა, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ. არაფერი არ ხდება რეალურად. არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება, არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა