პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში: მანიფესტაციები, დაპირისპირება და "გადატრიალების მცდელობა"

პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში: მანიფესტაციები, დაპირისპირება და "გადატრიალების მცდელობა"

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. "დეპუტატები" შექმნილი რთულ ვითარებიდან გამოსავლის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გუშინ გვიან ღამით მოსახლეობას ტელევიზიის ეთერით მიმართა და განაცხადა, რომ არსად წასულა. ანქვაბის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ოპოზიციასთან უშედეგოდ დამთავრდა.

"მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვიმყოფები. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილავთ სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტს. მოქალაქეების დიდი ჯგუფი, მათ შორის შეიარაღებული პირები, მოვიდნენ აფხაზეთის ტელევიზიაში და ფაქტობრივად, ძალით დაიკავეს იგი. ჩვენ ვეძებთ შანს, ვითარება სამართლებრივ ჩარჩოში დავაბრუნოთ", - განაცხადა ანქვაბმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ აშუბამ, თავის მხრივ, ოპოზიციის ქმედებები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად" შეაფასა.

ამავდროულად, ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომ ისინი "დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გვერდით დგაგან" და გადატრიალებას არ დაუშვებენ.

ამასთან, ადმინისტრაციული შენობების წინ მდებარე მოდანზე ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები, რომლებიც ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვენ. ასევე დაგეგმილია ანქვაბის მომხრეების აქციაც.

საპროტესტო მანიფესტაციები და ადმინისტრაციული შენობები დაკავება გუშინ, ე.წ. ეროვნული კრების შემდეგ დაიწყო. შეკრების მიზეზი ის საკითხები გახდა, რომელთაც ოპოზიცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აყენებს, მათ შორის უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, შეთანხმება ნავთობის მოპოვების შესახებ, უმუშევრობა.

"ყველანი მოწმეები ხართ, რომ უკვე ნახევარი წელია, ჩვენ ვცდილობდით, გადაგვედო ეს შეკრება, იმედი გვქონდა რა პრეზიდენტთან მოლაპარაკების, მაგრამ მისგან საპასუხოდ ვერავერი მივიღეთ", - განაცხადა სახალხო შეკრების ერთ-ერთმა წარმნომადგენელმა, მწერალა ვიტალი გაბნიამ.

გარდა ამისა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა იძულებული გახდა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართული შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა.

"ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას", – განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა