შეიარაღებული პირები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ტელევიზიის შენობებში - პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში

შეიარაღებული პირები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ტელევიზიის შენობებში - პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში

სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ტელევიზიის შენობებში კვლავ შეიარაღებულ პირებს აქვთ დაკავებული. ისინი ე.წ. აფხაზური ოპოზიციის მხარდამჭერები არიან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სხვა მხრივ სიტუაცია რეგიონში შედარებით მშვიდია.

ამავდროულად, ე.წ. პარლამენტის შენობასთან, პლენარული სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციამ ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციის შენობა სოხუმში გუშინ დაიკავა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანქვაბი დათანხმდა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებას, თუმცა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ნუგზარ აშუბამ ეს ინფორმაცია უარყო.

"ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ანქვაბი წუხელ მშობლიურ გუდაუთის რაიონში გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით თავად ანქვაბმა სატელევიზიო მიმართვაში ეს ფაქტი უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში: მანიფესტაციები, დაპირისპირება და "გადატრიალების მცდელობა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა