ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

21-ე საუკუნეში მხოლოდ ნიჭი, შრომა და იღბალი რომ საკმარისი არ არის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. თუმცა რატომ მხოლოდ 21-ე საუკუნეში?! ფინანსური სახსრები ამ სამეულის დამაგვირგვინებელი, მეოთხე აუცილებელი კომპონენტია. განათლება ოდითგანვე შეძლებული ოჯახების პრივილეგია იყო. თუმცა, ცხადია, არსებობენ გამონაკლისებიც. მით უფრო ინტერნეტის ეპოქაში და იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განათლებულობას სულაც არ ნიშნავს. გააჩნია, ვის როგორ ესმის ზოგადად განათლება. უადგილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო პრესტიჟულ სასწავლებლებში მოხვედრა და სწავლა მხოლოდ ფულის წყალობით შეიძლება.

მსოფლიოს რომელი ქალაქების პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ ცნობილი ქართველების შვილები? გთავაზობთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდების ექვსეულს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა, სვარტმორის კოლეჯში, მეორე კურსი წარჩინებით დახურა.

გასულ წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, დორტმუნდისა და უილიამსის კოლეჯში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.

ასევე შარშან უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას ვაჟმა, ლევან ბოკერიამ ნიუ-იორკში როჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა. ამის შესახებ ბოკერიას მეუღლემ, ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.

"აი ასე, დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი და გააგრძელებს მუშაობას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ბიოფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, ფილოსოფია და ეკონომიკაც - ყოველი შემთხვევისთვის.

ამაყი დედინაცვალი

Levan Bokeria - რამე თუ შემეშალა, გამისწორე", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

თავად ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს. შარშან კატო კოპალეიშვილმა სტრასბურგში ლიცეუმის მეათე კლასი დახურა.

"ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ მაგრად მიხარია ისეთ გარემოში რომ იზრდება, სადაც ჰომოსექსუალიზმის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების არ ეშინიათ, პირადობის მოწმობებში მხეცის ნიშნებს არ ეძებენ და რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას არ უშლიან.

იმედია, ოდესმე საქართველოდან შვილების გახიზვნა არ დაგვჭირდება, იგივე გარემოს ძიებაში", - წერდა მაშინ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

საზღვარგარეთ სწავლობას ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე. მარიამი ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. მომავალი სასწავლო წლიდან კი "ჰარვარდის უნივერსიტეტში" სწავლის გასაგრძელებლად ემზადება.

"დღეს დილით, მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან რომ გამორჩეული ბავშვია და.... მერიდება დავწერო კიდევ რას

მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა რას ვგრძნობ? დროულია! მარიამ, ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!", - დაწერა გუშინ ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.

ნიუ-იორკში მიიღო განათლება ირაკლი ალასანიას ვაჟმა ნიკოლოზ ალასანიამ. სადაც ახალი სამეცნიერო კვლევების, ტექნოლოგიისა და მათემატიკის სახელმწიფო სკოლაში (New Explorations into Science, Technology and Math) სწავლობდა.

სასკოლო და ნაწილობრივ უმაღლესი განათლება მოსკოვში აქვს მიღებული პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილს.

"ანა სწავლობდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში. სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ იქ ჩააბარა ინსტიტუტში და ახლა გადმოიტანა საბუთები თბილისში. რეალურად ანა თხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა ჩემთან, თბილისში. სკოლის ბოლო წელი გაატარა მოსკოვში, შემდეგ ერთი წელი იყო უმაღლესში და ახლა ისევ ბრუნდება ჩემთან... მენეჯმენტი უნდა შეისწავლოს", - აღნიშნა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია