ქუთაისში სკეიტპარკის მშენებლობის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისში სკეიტპარკის მშენებლობის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისელი ახალგაზრდები სკეიტპარკის მშენებლობას ითხოვენ. აღნიშნული ინიციატივა მათ დღეს აქციაზე გააჟღერეს, რომელიც მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, სკეიტ პარკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქუთაისში ბაიკერები და სკეიტის მოყვარულები საკმაოდ ბევრია.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული პარკის მშენებელობა ხელს შეუწყობს ქუთაისში როლერების, სკეიტის მოყვარულებისა და პარკურით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდას. ახალგაზრდები ამ პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია