უკრაინის სასაზღვროს უფროსი - უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული "ბოევიკები" მოქმედებენ

უკრაინის სასაზღვროს უფროსი - უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული "ბოევიკები" მოქმედებენ

უკრაინაში აფხაზეთიდან ჩასული "ბოევიკები" მოქმედებენ. როგორც "rbc.ua" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ნიკოლაი ლიტვინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენი მონაცემებით, ისინი აფხაზეთის მკვიდრები არიან. ზოგიერთს ჰგონია, რომ ისინი ჩეჩნები არიან. მათ შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურად მოხვდნენ და აქ იარაღი მიიღონ. აქ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან და მე მხოლოდ ჩეჩნებზე არ ვილაპარაკებდი", - აღნიშნა ლიტვინმა.

27 მაისს, დონეცკის მერმა ალექსანდრ კულიანჩენკომ განაცხადა, რომ დონეცკში, ძალოვანებსა და "ბოევიკევს" შორის მომხდარი შეტაკებებისას დაშავებულთაგან რამდენიმე გროზნოს მკვიდრი ჩეჩენია.

ამასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩეჩენი სამხედროები უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობენ.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?