"ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიის" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გახისნა, რომელიც 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წლევანდელი ფესტივალი უცხოელი სტუმრების სიმრავლით გამოირჩევა. ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით თბილისს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ტარდება საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფინანსური მხარდამჭერები კი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.

გამომცემლობა "პალიტრა L", რომელიც წიგნის ფესტივალზე ტრადიციულად ყველაზე დიდი სტენდით გამოირჩევა, წელსაც განსაკუთრებული აქციებით წარსდგება. პირველად თავის ისტორიაში გამომცემლობა ფესტივალის სტუმრებს წიგნების მრავალრიცხოვან ჩამონათვალზე 75%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს. ასევე, წიგნების სერიებს, რომლებიც პრესასთან ერთად განსაკუთრებულ ფასად იყიდება, გამომცემლობა ფესტივალზე აქციის ფასად წარადგენს.

წიგნის თაროები 100 წიგნისთვის ფესტივალზე სპეციალურ საფესტივალო ფასად 99 ლარად გაიყიდება. ეს თაროები გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სერიისთვის 50+1+49 - 100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, შექმნა, რომლის შექნაში და შემდეგ არჩევაში მკითხველმა თავად მიიღო მონაწილეობა.

წიგნის თაროს პრეზენტაცია 29 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება. 1 ივნისს, 13.30 საათზე კი, ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" ღონისძიება ჩატარდება, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა, იქნება კიდევ ბევრი სიურპრიზი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია