ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, 40-წლამდე მამაკაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა გაჩერდა, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები არ ყოფილან. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ და არც გასროლის ხმა გაუგიათ, ფიზიკური ანგარიშწორება რკინის ნაჭრით მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს.