რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

რა ქონებას ფლობენ ბათუმის მერობის კანდიდატები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს მონაცემებს, სადაც მოცემულია ბათუმის მერობის კანდიდატთა ქონების შესახებ ინფორმაცია.

"სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GEO TRANS-ში 40%-იან წილს ფლობს.

გოჩა გუგუნავამ 2013 წლის 7 ოქტომბერს, სხვა 4 პირთან ერთად, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქველმოქმედო ფონდი "ბათუმი", რომელიც, წესდების მიხედვით, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ა.შ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გოჩა გუგუნავა ამჟამად ფონდის დირექტორია. გუგუნავა კიდევ ერთი შპს-ის დირექტორი და დამფუძნებელია - შპს აჭარის პოკერის ფედერაციაში ბათუმის მერობის კანდიდატი 40%-იან წილსაც ფლობს. საზოგადოების საქმიანობის საგანი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნა, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება და გარკვეული ფინანსური მოგების მიღებაა. გოჩა გუგუნავა 2010 წლის 5 თებერვალს დარეგისტრირებული შპს "აჭარა დისტრიბუშენ 2010"-ის 20%-იანი წილის მფლობელიც არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმდჯომარეა, 2013 წლის 1 ოქტომბერს შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 13-ში ფლობს 55 კვ.მ. ფართობის ბინას, მისი მეუღლე ზეინაბ გვარიშვილი კი ავტომანქანას - 1997 წლის ტოიოტა RAV4. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ გიორგი დიასამიძემ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან მიღებული შრომის ანაზღაურების გარდა, შემოსავალი საექიმო საქმიანობიდანაც მიიღო. 2012 წელს დიასამიძემ ბათუმის #1 საქალაქო საავადმყოფოში შრომითი ანაზღაურების სახით 9000 ლარი მიიღო. არც გიორგი დიასამიძე და არც მისი მეუღლე არ ფლობენ წილებს კომპანიაში და არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა