რიჩარდ ნორლანდი - ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი ის ლაქაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს

რიჩარდ ნორლანდი - ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტი ის ლაქაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს

ვინც არ უნდა იყოს ჩამდენი, რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივაცია, ეს არის ის ლაქა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს , - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტს და იმ ჯარიმას, რომელიც მოძალადეებს დაეკისრათ, ელჩმა აღნიშნა, რომ ნამდვილად ვერ გააკეთებს კომენტარს სამართლებრივ პროცესზე, ვინაიდან არ იცის რა ეტაპზე იმყოფება ის ამ წუთას.

"მაგრამ, როგორც გუშინ საელჩოს მიერ უკვე იქნა გაცხადებული, 15 ივნისს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და ცივილიზებული. ვინც არ უნდა იყოს ჩამდენი, რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივაცია, ეს არის ის ლაქა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს, მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ მიდის", - განაცხადა ელჩმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა 27 ივნისს, აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა