თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L-მა" პრეზენტაცია გამართა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L-მა" პრეზენტაცია გამართა

"ექსპო-ჯორჯიაში", თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" წიგნის თაროს პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ მოაწყო. აღნიშნული წიგნის თარო "პალიტრმა L"-მა შექმნა სერიისთვის 50+1+49 - "100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ". დიზაინის შერჩევაში მკითხველმა თავად მიიღო მონაწილეობა.

წიგნის თაროები სამი ფერისაა, მკითხველს შეუძლია აირჩიოს შავი, თეთრი ან ყავისფერი. თითოეული მათგანი 50 წიგნს იტევს და 99 ლარი ღირს, თარო, კი რომელი 100 წიგნს იტევს, 259 ლარი ღირს.

ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე წიგნის თარო უკვე გაიყიდა. "პალიტრა L"-ის წარმომადგენლები ახალ თაროებს ადგილზე აწყობენ. ფესტივალის დასრულების შემდეგ მსურველებს თაროების შეძენა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეეძლებათ.

ამასთან, "ექსპო ჯორჯიაში" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან განთავსებულია მკითხველთა კლუბი, სადაც მსურველებს გაწევრიანების შესაძლებობა აქვთ. მკითხველთა კლუბში უკვე გაწევრიანებულ პირებს კი შეუძლიათ დაგროვილი ქულებით სასურველი წიგნი შეარჩიონ.

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, 1-ელი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მკითხველებს წიგნების შეძენა 11.00 საათიდან 20.00 საათამდე შეეძლებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია