შეკითხვა ნანუკა გოგიჩაიშვილისგან საქართველოს პრეზიდენტს

შეკითხვა ნანუკა გოგიჩაიშვილისგან საქართველოს პრეზიდენტს

საყვარელი მსახიობი და ფილმი

ამორჩევა რთულია, თუმცა როცა კითხვა დამისვი, პირველად ტომ კრუზი, ჯონი დეპი და ლეონარდო დი კაპრიო გამახსენდა. რაც შეეხება ფილმს, ამ ბოლო დროს ნანახებიდან Twice Born და Dallas Buyers Club გამახსენდა.

რისი გეშინია?

ხალხმრავლობის. ზოგად ხალხმრავლობას კი არ ვგულისხმობ, ჩემს სიახლოვეს, ან ჩემ წინ ექვსი კაციც რომ იდგეს, დისკომფორტი მექმნება. ოთახში ათი ადამიანი რომ იყოს, ეს ჩემთვის უკვე ძალიან ბევრია და სული მეხუთება.

რამ შეიძლება გამოგიყვანოს წყობიდან?

შიმშილმა. ძირითადად, კარგ ხასიათზე ვარ, მაგრამ თუ ჭამა გადამიცდა, არავინ არ უნდა დამელაპარაკოს. გარდა ამისა, დაახლოებით იმავენაირად გამოვყავარ წყობიდან იმას, როცა ერთი და იგივე ადამიანი გაბმულად მირეკავს. გასაგებია, რომ ერთხელ დამირეკოს, გათიშოს და ნახევარი საათის შემდეგ კიდევ დამირეკოს, მაგრამ როცა 5 წუთის განმავლობაში 6-7-ჯერ რეკავენ, ნერვები საშინლად მეშლება.

რომელი დიზაინერის ჩვენებაში არ მიიღებდი მონაწილეობას?

მართალია, კარდაშიანებს დღეს ''სტოსი'' მიჰყავთ, მაგრამ მათ ჩვენებაზე არ გამოვიდოდი, ასევე არ მივიღებდი მონაწილეობას ''ვერსაჩეს'' ჩვენებაში. შეიძლება, ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ასეა. ''ვერსაჩე'' ჩემთვის ასოცირდება ვეფხვის პრინტთან. შეიძლება, ვიღაც გაღიზიანდეს ამ გამონათქვამით, მაგრამ ასე ვფიქრობ. ისეთ ჩვენებებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც სტანდარტებით ''ვერსაჩეზე'' ცუდია, მაგრამ ეს კითხვა რომ დამისვი, ''ვერსაჩე'' გამახსენდა. საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოვიდე კიდეც, მაგრამ სასურველი და საოცნებო არაა.

სამი ნივთი, რომლის გარეშეც ცხოვრება გაგიჭირდებოდა.

სარკე, ტელეფონი და შოკოლადი. ამოჩემებული მაგიდის წიგნი არ მაქვს და ამიტომ ამ სამ ნივთში ვერ დავასახელებ, თუმცა ტელეფონში უკვე ყველაფერია და შეიძლება, ამაში ესეც იგულისხმებოდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია