შტეფან ფულე - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ

შტეფან ფულე - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნებისთვის შესაძლოა, საუკეთესო სტიმულად იქცეს რეფორმების გატარების კუთხით.

"ევროკავშირის გაფართოება მძლავრი ინსტრუმენტია აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების ტრანსფორმაციისთვის. ევროინტეგრაციის პერსპექტივა საუკეთესო სტიმულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეფორმების გატარებისთვის", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირი სერიოზულად ისწრაფვის აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსფორმაციისკენ, უნდა გამოიყენოს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გაფართოებას.

ამასთან, როგორც გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ევროკომისარმა განაცხადა, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მაღალია ევროპული იდეებისა და ფასეულობების მხარდაჭერა.

მომზადებულია Die Welt-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა