სიცოცხლის ბოლომდე დაცვით პრემიერი და მისი ოჯახიც იქნებიან უზრუნველყოფილი

სიცოცხლის ბოლომდე დაცვით პრემიერი და მისი ოჯახიც იქნებიან უზრუნველყოფილი

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებსაც დაიცავს.

შესაბამისი ცვლილება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის დადგენილებაში შევიდა. ამავე ცვლილებების ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს კიდევ ერთი ახალი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი დაემატა.

დადგენილებით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ახორციელებს. კერძოდ, ესენია: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირები. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მათ დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე ახორციელებს.

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით კი, სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვით სარგებლობის პრივილეგია პრემიერ-მინისტრსაც მიენიჭა და დადგენილების შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების (საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე), უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა