ლუკაშენკო - დსთ-ს დატოვების შემდეგ საქართველო საკუთარ იდაყვებს იკბენდა

ლუკაშენკო - დსთ-ს დატოვების შემდეგ საქართველო საკუთარ იდაყვებს იკბენდა

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ურჩევს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა არ დატოვოს, რათა საქართველოს მსგავსად, ამის გამო არ ინანოს. "რია ნოვოსტის" ცნობით , ამის შესახებ ლუკაშენკომ დღეს დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ნურასოდეს იჩქარებთ ამ საუკეთესო მოედნის დატოვებას. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ერთნაირად ვფიქრობთ. ვერსად დამალავ თანაცხოვრების ათწლეულებს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი აზრით, საქართველომ თავის დროზე უდიდესი შეცდომა დაუშვა და ახლა დსთ-დან გამოსვლას ნანობს. "ვიდრე ისეთ ნაბიჯებს გადადგამთ, როგორიც, ვთქვათ, საქართველომ გადადგა, შემდეგ კი ვიცი, რომ საკუთარ იდაყვებს იკბენდნენ, ამის გაკეთებას არ გირჩევთ", - მამართა ლუკაშენკომ უკრაინას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა