დათა ახალაია თანხის გადაუხდელობის გამო საბერძნეთის საპატიმროში რჩება

დათა ახალაია თანხის გადაუხდელობის გამო საბერძნეთის საპატიმროში რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია თანხის გადაუხდელობის გამო ისევ საბერძნეთის საპატიმროში რჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალაიას ოჯახმა 100 ათასი ევროს ერთ დღეში გადახდა ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ მოახერხა, რის გამოც ის პატიმრობაში კიდევ სამი დღე დარჩება.

"ოჯახმა ვერ მოახერხა 100 ათასის შემოტანა. საბერძნეთში თანხის ერთ დღეში შემოტანას ხელი ბიუროკრატიამ შეუშალა. დათა ახალაიას ციხიდან ორშაბათს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გამოუშვებენ", - განუცხადა "იმედს" ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა.

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი, ორი თვით გადადო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ