საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში პოლიციელის, გვარად დევაძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დევაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პატრულირებდა.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, გუშინ გარდაცვლილ პოლიციელს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.