შეესაბამება თუ არა სასმელი წყალი სტანდარტებს - სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

შეესაბამება თუ არა სასმელი წყალი სტანდარტებს - სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტომ სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, დედაქალაქის გამანაწილებელი ქსელიდან სასმელი წყლის სინჯები აიღო და გამოსაკვლევად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას გადაუგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ აღებული სასმელი წყლის ნიმუშები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ "სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს" შეესაბამება.

ამდენად, ქ. თბილისის სასმელი წყალი უვნებელია და მომხმარებლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია