ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რაიონის სოფელ ებნისში მოსავალი გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ დუშეთის რაიონის სოფელ ებნისში მოსავალი გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ გუშინ, დუშეთის რაიონის სოფელ ებნისში მოსავალი გაანადგურა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულმა მჭადიჯვრის თემში ალექსანდრე ძლიერიშვილმა განუცხადა.

"სოფელ ებნისიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ დამირეკა და მითხრა, რომ ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურებულია მთლიანი მოსავალი – ხორბალი, კარტოფილი და სხვა. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძლიერმა სეტყვამ სოფელ ებნისის გარდა, სოფელი ჭილურტიც დააზარალა", - აღნიშნა ძლიერიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია