სოზარ სუბარი - ციხის ყველა დირექტორის დანიშვნას და მოხსნას პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები მოჰყვა

სოზარ სუბარი - ციხის ყველა დირექტორის დანიშვნას და მოხსნას პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები მოჰყვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი მე-7 დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა განუცხადა, სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის ხელშეშლის ფაქტი დადასტურდა, გამოიკვეთა ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა და ეს იყო დირექტორის მოადგილე. მინისტრის თქმით, მის მიმართ მიღებული იქნა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გათავისუფლდა თანამდებობიდან.

ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრი ასევე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარიას დანიშვნას. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობა დატოვა, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებდა, თუმცა მან აღარ ისურვა, რომ თავმჯდომარის მოვალეობა შეესრულებინა, აქედან გამომდინარე, გოგი გახარია თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს დეპარტამენტის თავმჯდომარედ, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ეს არის სფერო, სადაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას. მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, ციხის ყველა დირექტორის დანიშვნას და მოხსნას პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები მოჰყვა.

"სიმართლე გითხრათ, წელიწადნახევრის განმავლობაში რაც მინისტრი ვარ, არ დამინიშნავს არც ერთი დირექტორი, რომლის დანიშვნას არ მოჰყოლოდა პროტესტი, შიმშილობა და თვითდაზიანებები და შემდეგ იგივე ადამიანის მოხსნას არ მოჰყოლოდა იგივე შედეგი. ამიტომაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას ვერიდებით", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ