"ქართულ ოცნებას" ბიზნესმენებმა 1 თვის განმავლობაში 1 280 141 ლარი შესწირეს

"ქართულ ოცნებას" ბიზნესმენებმა 1 თვის განმავლობაში 1 280 141 ლარი შესწირეს

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა მაისში, ჯამურად 1 938 524 ლარის შემოწირულება მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა.

მისივე განმარტებით, კოალიციამ ჯამში 1 280 141 ლარის შემოწირულება მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, 271 149 ლარის შემოწირულება მიიღო "ნაციონალური მოძრაობამ"; 279 468 ლარი - "ქრისტიან-დემოკრატებმა"; 50 635 ლარი "საქართველოს გზამ"; 1 190 ლარი "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ"; 13 258 ლარი არასაპარლამენტო ოპოზიციამ; 5 400 ლარი "ხალხის პარტიამ", 16 867 ლარი "ლეიბორისტული პარტიამ", 4 165 ლარი "მწვანეთა პარტიამ", 16 200 ლარი "ქართულმა პარტიამ"; 34 342 ლარი საინიციატივო ჯგუფებმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა