მშიერმა ძაღლმა პენსიონერი ცოცხლად შეჭამა

მშიერმა ძაღლმა პენსიონერი ცოცხლად შეჭამა

ინგლისში, ქალაქ ლივერპულში შემზარავი ტრაგედია მოხდა - ძაღლი, რომელიც 45 საათი მშიერი იყო, პენსიონერს თავს დაესხა და "ცოცხლად შეჭამა".

სამართალდამცავებმა ძაღლის პატრონები - 30 წლის ჰაილი სალი და 29 წლის დელა ვუდსი დააპატიმრეს. ძაღლმა 79 წლის კლიფორდ კლარკი თავისსავე ბაღში სასტიკად დაასახიჩრა. მოხუცს სამზარეულოს კარი ღია დარჩა და მეზობლის მშიერმა ცხოველმაც ამით ისარგებლა.

როგორც ჟურნალისტებს ლივერპულის სასამართლოში განუცხადეს, პენსიონერი მამაკაცის მკლავი "ძაფივით ჩამოკიდებული" დახვდათ - ის "ცოცხლად შეჭმული იყო". პოლიციელებმა ძაღლი დახვრიტეს.

პატრონებმა მშიერი ძაღლი ბაღში დატოვეს და ცხელი ამინდის მიუხედავად, წყალიც არ მისცეს, თავად კი წვეულებაზე წავიდნენ - ტრაგედიაც პატრონების წასვლის შემდეგ დატრიალდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს; როგორც მეზობლები ამბობენ, პენსიონერის ბაღიდან არაადამიანური ღრიალის ხმა შემოესმათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძაღლის პატრონები 12 თვით დააპატიმრეს. ჩარლი კანარის დოგის ჯიშის ძაღლი იყო. მეზობლები გარდაცვლილ მოხუცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მათი თქმით, მამაკაცს დიაბეტი და ართრიტი აწუხებდა.

"ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, რომ ორჯერ სროლა მომიწია. პირველმა ტყვიამაც ვერ შეაჩერა, წამოხტა და ჩემზე თავდასხმა სცადა. ასეთი რამ საშინელებათა ფილმშიც არ მინახავს", - ყვება პოლიციელი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან