შალვა ნათელაშვილი 9 ბალიან მიწისძვრას აანონსებს

შალვა ნათელაშვილი 9 ბალიან მიწისძვრას აანონსებს

3 ივნისს სამცხე-ჯავახეთს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტუმრობდა. ნათელაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები ბორჯომიდან დაიწყო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოგვიანებით კი ლიკანში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი დაათვალიერა და მათი პრობლემები მოისმინა.

ამის შემდეგ ნათელაშვილი ახალციხეს ესტუმრა და ახალციხის ავტოსადგურში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.

ნათელაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან "ქართულ ოცნებაზე" და აირჩიონ "ლეიბორისტული პარტია". მისი თქმით, არჩევნებში "ლეიბორისტული პარტიის" გამარჯვებას მოჰყვება ხელისუფლების მთლიანად შეცვლა, ახალი საპარლამენტო არჩევნების და სახალხო ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა.

"მთავრობა, რომელიც პენსიების გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, უფასო ჯანდაცვასა და განათლებას შეგპირდებათ და შემდეგ მოგატყუებთ, რისი ღირსია?! ამიტომ, 15 ივნისს, ივანიშვილის რეჟიმს 9 ბალიანი მიწისძვრა უნდა მოვუწყოთ, რომ მიხვდნენ, თუ როგორი რეაქცია აქვს ქართველს ხალხს მის ტყუილებზე" , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა