ქართველი მოზარდების სატანისტური გატაცება და საშიში რიტუალები ინგოროყვას ქუჩაზე

ქართველი მოზარდების სატანისტური გატაცება და საშიში რიტუალები ინგოროყვას ქუჩაზე

ახლახან სკოლის ხუთმა მოსწავლემ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. თანაკლასელტა ნაწილი აღნიშნულ ფაქტს გარკვეულ სექტასა და რიტუალს უკავშირებს. ბავშვების ინფორმაციით, მათ გაიგეს, რომ მეშვიდეკლასელებმა ვენები გადაიჭრეს, კატებს აწამებენ და შესაძლოა, გარკვეულ სექტას წარმოადგენენ.

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ქართველ მოზარდებს შორის იმატა უცნაურმა გატაცებებმა, "გადახრებმა" თუ სხვადასხვა საშიში მიმდინარეობით დაინტერესებამ. მშობლების ყურადღების სიმცირე, მშობლებისა და მასწავლებლებისადმი პროტესტი თუ უბრალო ცნობისმოყვარეობა იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რაც თინეიჯერებს ემოების, გოთების თუ სატანისტების "მსხვერპლად" აქცევს.

მოზარდი გოგონა დაგვიკავშირდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს საშიში "გატაცება" და როგორც მისი საუბრიდან ჩანს, კვლავაც მის ტყვეობაშია.

ანი 15 წლისაა. სკოლაში სწავლობს და არც ისე ცუდი მოსწავლეა. თუმცა როგორც ყველა მოზარდს, მასაც დაუდგა ასაკი, როცა უჭირს უფროსების გაგება, ხშირი კონფლიქტები აქვს მასწავლებლებთან თუ მშობლებთან, იმავდროულად საკმაოდ ცნობისმოყვარე და უშიშარიც აღმოჩნდა და ამ ყველაფერმა იოლად მიიყვანა სახიფათო გზამდე.

- ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემა მქონდა... და ახლაც მაქვს, - გვიამბობს ანი. მისი საუბარი ემოციურია, ალაგ-ალაგ ჩანს, რეალობა წარმოსახვასთან არეულა, თუმცა ვეცადეთ, ტექსტი არ შეგვეცვალა, რათა ჩვენი მოზარდი რესპონდენტის განწყობა და ემოციები შეგვენარჩუნებინა, - ალბათ იცით, რომ თბილისში არის ძველი მორგის შენობა და კიდევ რამდენიმე სხვა შენობა, სადაც ქართველი ემოები თუ ქართველი სატანისტები იკრიბებიან. ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო გავხდი ამ რიტუალების მოწმე და გარკვეულ ხანს ემოც ვიყავი... ახლა ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვყვები, მრცხვენია, ხელებს რომ ვისერავდი და ათას სისულელეს ვიმეორებდი... თუმცა ბოლომდე არ ვარ გამოსული მათი ზემოქმედებიდან, დღემდე მკლავს ცნობისმოყვარეობა იმის, რის ნახვაც ვერ მოვასწარი და ვებრძვი ამას... მინდა, ჩემი მაგალითი ჩემმა თანატოლებმაც გაითვალისწინონ... თან მინდა მოვყვე ის, რაც თავს გადამხდა... ის, თუ როგორ მინდოდა ჩემი ნებით, საკუთარი სურვილით, სატანისტობა.

მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ, რომ არსებობდა ასეთი სახლი, ეშმაკის სახლს ეძახიან, ინგოროყვას ქუჩაზეა. გავიგეთ, რომ შიგნით მიწისქვეშა გვირაბებია. რომ თბილისში ათია ასეთი სახლი და ათივე ერთმანეთს უკავშირდება ამ გვირაბების მეშვეობით. მოგვიყვნენ, რომ ეს "ეშმაკის სახლი" ერთმა სომეხმა სატანისტმა ააშენა და იქ ქალმა ჩამოიხრჩო თავი - მისმა შვილმა თუ ცოლმა, ზუსტად არ მახსოვს. ამბობენ, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხრის მგავსი კარი, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული და ის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარია. სახლები კი პენტაგრამას ქმნიან, რომელიც ერთ დიდ დარბაზში ერთდება, მიწის ქვეშ - ამ დარბაზში საიდუმლო რიტუალებს აწყობენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია