"ნარმანიას ეზოში ნახმარი პრეზერვატივები და ქალის ჰიგიენური საფენები ყრია" - როგორ გამოიყურება მერობის კანდიდატის კორპუსის ეზო (+ ფოტო)

"ნარმანიას ეზოში ნახმარი პრეზერვატივები და ქალის ჰიგიენური საფენები ყრია" - როგორ გამოიყურება მერობის კანდიდატის კორპუსის ეზო (+ ფოტო)

თბილისის მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას, რომელიც მთავრობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, და საავტომობილო გზების მოწყობასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივებიც ჰქონდა, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი მისივე (ნარმანიას) საცხოვრებელ უბანში გადაღებულ მოუწესრიგებელი გზის ფოტოებს უქვეყნებს. "თბილისის ფორუმის" მომხმარებელი და ნარმანიას ინფრასტრუქტურული ხედვების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი ფოტომასალასთან ერთად ვრცელ ტექსტსაც აქვეყნებს, რომელშიც მერობის კანდიდატს უბანში მოუწესრიგებელ გზასა და ანტისანიტარიაზე მიუთითებს და იუწყება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, რომელშიც ნარმანია ცხოვრობს, ქალის ჰიგიენურ საფენებს, ნახმარ პრეზერვატივებს, კიტრის ნაფრცხვენებსა და ბავშვის პამპერსებს ხშირად იხილავთ. "ასეთს ხედავს ალბათ დანარჩენ თბილისსაც", - წერს ფორუმელი.

წყარო: "თბილისის ფორუმი", "ნარმანიას ქუჩის საოცარი ხედები, ენითაუწერელი ინფრასტრუქტურა"

"მოკლედ, მიწევს ხოლმე საბურთალოზე იმ ადგილებში გავლა, სადაც დავით ნარმანია ცხოვრობს.

ძალიან მაინტერესებს, მას როგორც პოლიტიკოსს და მაღალჩინოსანს მეტი ბერკეტი ჰქონდა თუ არა, რათა ეზრუნა თავის ქუჩაზე? სევდია გზას არ უგებს და ბლა ბლა არ გვინდა რა...

არც ვიცოდი მანდ თუ ცხოვრობდა, უბრალოდ "პოსტსკრიპტუმში" აჩვენეს ზუსტად მისი ბინა და მივხვდი, რომელი კორპუსიცაა.

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ქუჩაზე გასაოცარი წესრიგი და საყვარლობა ხდება, ინფრასტრუქტურის აპოგეა...

ასეთს ხედავს ალბათ დანარჩენ თბილისსაც...

ბიძაჩემი ცხოვრობს მანდვე და თურმე მაგ კორპუსის კლიჩკა "ღორპუსი" ყოფილა. რას აღარ იხილავთ კორპუსის ფანჯრებიდან გადმოშხუილებულს - ქალის ჰიგიენურ საფენებს, ნახმარ პრეზერვატივებს, ჩაის, კიტრის ნაფრცხვენებს, ბავშვის პამპერსებს. მოკლედ, მან გავლა ერთი სიამოვნებაა... ცალკე ბედნიერებაა ქუჩა; ისეთი შესანიშნავი, რომ ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ ტალახ-ჯომარდობით შეიქციონ თავი ...

რამხელა ჰარმონიაა ...

გილოცავთ, მალე ასეთი იქნება მთელი თბილისი და საჯდომს არავინ გაანძრევს და თავს არავინ შეიწუხებს", - წერს ფორუმელი და ტექსტს შემდეგ ფოტოებს ურთავს:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა