მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა

მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა

ტკბილეული ყველა ბავშვს უყვარს. მშობლებმა კი საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ თითქმის შეუძლებელია გააგებინო ბავშვს, რა მავნებელია ბევრი ტკბილი. არსებობს შედარებით უწყინარი ტკბილეულიც, მაგრამ შოკოლადი მათ რიცხვში არ შედის - ბავშვების ეს საყვარელი ნუგბარი არც ისე უსაფრთხოა. რით არის მავნებელი შოკოლადი, რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს და შეიძლება თუ არა მისი რაიმეთი ჩანაცვლება?

გავასინჯოთ თუ არა შოკოლადი წლამდე ბავშვს

ბევრი დედა ფიქრობს, რომ ბავშვმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ჭამოს. სამწუხაროდ, ისეთი ძლიერალერგიული პროდუქტი, როგორიც შოკოლადია, ამ "ყველაფერში" შედის. მნიშვნელობა არა აქვს, პატარას ოდნავ აალოკინეთ თუ მოაკბეჩინეთ შოკოლადი - მთავარია, რომ მისი კონტაქტი კაკაოს პროდუქტთან უკვე შედგა. მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით პატარას ორგანიზმს თავიდანვე შეაჩვევენ ალერგენს და მომავალში ალერგიისგან დაცულები იქნებიან, ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა, პირველად მიღებისთანავე დიათეზი არ გაუჩნდება, მაგრამ მეორე და მესამე ცდის შემდეგ ალერგიის პირველი ნიშნები უკვე სახეზე გვექნება. მცირე ასაკში გამოვლენილმა ალერგიამ კი მომავალში შესაძლოა მძიმე ალერგიული პრობლემები გამოიწვიოს და ბავშვის რაციონის მკვეთრად შეზღუდვა მოგიხდეთ. ანუ კითხვაზე, გავასინჯოთ თუ არა წლამდე ბავშვს შოკოლადი - პასუხი ცალსახად არის არა.

შოკოლადი ერთიდან სამ წლამდე ბავშვისთვის

ერთი წლის ჯანმრთელი ბავშვისთვის თითქმის ყველა საკვები პროდუქტის მიღება შეიძლება. მშობლებმაც შეიძლება ჩათვალონ, რომ ბავშვი უკვე დიდია და შეიძლება შოკოლადზე აკრძალვაც მოვუხსნათ. ბებიაც ამტკიცებს, რომ "ბავშვი თანდათან უნდა მიეჩვიოს ყველაფერს", მეგობარი გეუბნებათ, რომ "ეს შოკოლადი საბავშვოა, აბა, რეკლამაში ტყუილს ხომ არ იტყვიან"... საბოლოოდ პატარას შოკოლადის ულუფა მაინც ერგება. სხვა დროს კი, როცა შოკოლადს დაინახავს, უკვე ისტერიკის ფონზე მოითხოვს თავის წილს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია