ძლიერი ხანძარი და 9 სამაშველო ბრიგადა პურის მოედანზე - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ძლიერი ხანძარი და 9 სამაშველო ბრიგადა პურის მოედანზე - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ძველ თბილისში, თუმანიანის ქ.N2-ში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს, პურის მოედანზე მდებარე შენობაში ხანძარი 100-150 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე გასულია 9 სახანძრო ბრიგადა და ცეცხლი ლოკალიზებულია.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სახლში არავინ ცხოვრობს და ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ფოტო, რომელიც  მოქალაქე თორნიკე დვალმა მოგვაწოდა, შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია