ზუგდიდში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს

ზუგდიდში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს

ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ოფისში მყოფმა პირებმა და აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

ზუგდიდში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დილიდან აქციას მართავენ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ახლობლები და ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეებმა ოფისში შეჭრაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ისინი მოითხოვდნენ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლულია. პაატა ქარდავას ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა მკვლელობასთან თენგიზ გუნავასაც ჰქონდეს კავშირი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია