რუსეთის საგარეო უწყება - საქართველო გაეროს მოედანზე დევნილების თემის შეთრევას განაგრძობს

რუსეთის საგარეო უწყება - საქართველო გაეროს მოედანზე დევნილების თემის შეთრევას განაგრძობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 5 ივნისს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" და აცხადებს, რომ საქართველო კვლავაც არ არის მზად, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მეზობლებთან.

"როგორც ცნობილია, ასეთი პროექტი ყოველწლიურად იდება საქართველოს მხარის მიერ და ყოველ ჯერზე, როგორც არ უნდა იცვლებოდეს კენჭისყრის რიცხობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო საზოგადოების წევრების უმეტესობა მხარს არ უჭერს ამ რეზოლუციას. ეს კანონზომიერია - ამ აშკარად პოლიტიკური დოკუმენტის მიზნებს ხომ საერთო არაფერი აქვთ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთან, რომლებიც თავად საქართველოს მიერ გაჩაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ.

თბილისი განაგრძობს მცდელობას, "შეათრიოს" დევნილების თემა გაეროს გენერალური ასამბლეის მოედანზე (სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსური მხარეების დასწრების გარეშე ამ პრობლემის განხილვა შეუძლებელია) ბლოკავენ ერთადერთ ადეკვატურ - ჟენევის ფორმატში განხილვას. თუმცა, ეს ქართულ მხარეს უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებს. მათთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ფორმალურად წარმოადგინონ თავისი რეალობისგან შორს მყოფი თეზისები, თითქოსდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები საქართველოს ეკუთვნის. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ თბილისი კვლავაც არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მეზობლებთან რეგიონში ვითარების გრძელვადიანი დარეგულირების შესახებ, მათ შორის დევნილთა პრობლემებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა