აფხაზეთში თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება

აფხაზეთში თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება

აფხაზეთში თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ "აპსნიპრესი" იუწყება. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან თურქეთის ქალაქ საქარიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ამავე ქალაქის უნივერსიტეტის რექტორი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის მოადგილე, აფხაზური კულტურული ცენტრის თავმჯდომარე და კავკასიის კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი.

დელეგაცია დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას და ე.წ. აფხაზ დეპუტატებს შეხვდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა