რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავი რომელ ქართველ პოლიტიკოსს განასახიერებდა?

რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავი რომელ ქართველ პოლიტიკოსს განასახიერებდა?

საინტერესოა რა მოხდებოდა, თუ ჰოლივუდში გადაწყვეტდნენ, რომ გადაეღოთ ფილმი და სცენარისთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია გამოეყენებინათ. ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი რომელ პოლიტიკოსს განასახიერებდა?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი - დასტინ ჰოფმანი (ყველაფერი მსგავსია: ტანი, გარეგნობა). დიახ, ეს დასტინ ჰოფმანია. ის შეუდარებელი იქნება; რა მნიშვნელობა აქვს, რა როლს მისცემთ. დაავალეთ ბუჩქის განსახიერება - ეს იქნება ექსტრაორდინალური ბუჩქი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - როუენ ატკინსონი, დიახ, მისტერ ბინი. ატკინსონს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გადმოგვცეს პრემიერ-მინისტრის პაროდია. წარმოიდგინეთ როუენი, როგორც ღარიბაშვილი, მისტერ ბინისთვის დამახასიათებელი მოვლენები პრესკონფერენციაზე რომ ვითარდებოდეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ნიკოლას ქეიჯი. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკვე განასახიერა მსახიობმა ენდი გარსიამ რეჟისორ რენი ჰარლინის სრულიად უფერულ ფილმში, რომელიც 2008 წლის ომს ასახავს. თუმცა, სააკაშვილის როლზე ნიკოლას ქეიჯის კანდიდატურას ვერ შეეკამათებით. მოდი, დავფიქრდეთ: ისინი ერთნაირ მწუხარე ბედს იზიარებენ - ქეიჯის კარიერა მკვეთრად ყურყუმალაობს და სააკაშვილი.... დარწმუნებული ვარ, ქეიჯი ჩინებული იქნება, როგორც ნაწილობრივ მკაცრი და გულგატეხილი სააკაშვილი. მსგავსი როლი მის კარიერას ნამდვილად გამოაცოცხლებს.

მომზადებულია georgianews.ge-ს მიხედვით.

იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია