ყველაზე მავნებელი ყველი

ყველაზე მავნებელი ყველი

ამბები.გე დაინტერესდა რა დაავადების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს ყველი თუ ის სათანადო პირობებში არ არის დამზადებული. როგორც საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ანა მიქაძე ამბობს, ყველთან დაკავშირებით საიმედო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

"წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის მანძილზე, ეს სფერო მოუწესრიგებელია. ყველის წარმოება კი არა, ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია მესაქონლეობა. რით იკვებება საქონელი, ისიც კი პირდაპირ აისახება ყველზე. მოისპო და განადგურდა ისეთი პროფესია, როგორიც არის ვეტერინარი. რამდენიმე სოფელს ერთი ვეტერინარი ჰყავს, რომელსაც აღარაფერი ახსოვს. პროფესიონალი ვეტერინარები სანთლით არიან საძებარი. დღეს ეს ყველაფერი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. არ ვიცით, რა ჭირს ძროხას, რა ტიპის დაავადებები არსებობს. არ ვიცით, რა საკვებია, ნიადაგი გამოკვლეულია თუ არა, რას ვჭამთ კაცმა არ იცის",-ამბობს ანა მიქაძე. მისივე თქმით, ყველი შეიძლება იყოს დაბინძურებული, ასევე შეიძლება დაავადება, რომლითაც საქონელია დაავადებული, რძეში და შემდეგ ყველშიც გადავიდეს.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია