გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძეს ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძეს ბათუმში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსთაველის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე დაპირისპირება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ რუაძის და "სახალხო კრების" წევრის დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

როგორც დავით ლორია აცხადებს, 26 მაისის მოვლენების დროს, იგი აწამეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს.

ფიზიკური დაპირპირების დროს დავით ლორიას პერანგი დაეხა. შეხლა-შემოხლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრა გაგრძელდა.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია