ქართული ნასუფრალი ბროსეს ბაღში - ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში (+5 ფოტო)

ქართული ნასუფრალი ბროსეს ბაღში - ვანდალიზმის მორიგი ფაქტი თბილისში (+5 ფოტო)

თბილისში დანაგვიანებული გარემო ალბათ, არავის გაკვირვებთ. ეს თემა არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანიც. თუმცა, საზოგადოების ნაწილმა დღემდე ვერ ისწავლა როგორ უნდა მოექცეს გარემოს და საზოგადოებრივ სიკეთეებს. ვანდალიზმის მორიგი ფაქტის ამსახველი ფოტოები Ambebi.ge-ს მკითხველმა მოაწოდა.

ფოტოები ბროსეს ბაღშია გადაღებული. ფოტოების მიხედვით აშკარაა, რომ გარკვეულმა პირებმა კარგად მოილხინეს და შემდეგ ნაგვის ურნას "ვეღარ მიაგნეს".

სკვერში მიმოფანტულია საჭმლის ნარჩენები, შესაფუთი ქაღალდები და ცარიელი წვენის კოლოფები.

როგორც ჩანს გემრიელი სადილის შემდეგ "ზრდილობიანი" პირები ჯანზეც მოვიდნენ და საკუთარი ძალები ბაღის სკამებზე გამოსცადეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: ვანდალიზმის ფაქტები საქართველოში

ნათია ლეშკაშელი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია