კანცელარიასთან ათობით ახალგაზრდა შარდს მიიტანს

კანცელარიასთან ათობით ახალგაზრდა შარდს მიიტანს

სამართალდამცავებმა 16 ახალგაზრდა მარიხუანას უკანონო შენახვა-მოხმარებისთვის დააკავეს. ახალგაზრდები საირმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლიდან აიყვანეს, სადაც წვეულებას მართავდნენ. დაკავებულთა შორის არიან 2 ივნისს, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის რამდენიმე წევრი და "ფორმულა კრეატივის" თანამშრომლები. საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით Facebook-ზე იგეგმება აქცია, რომელიც დღეს, 9 ივნისს სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება სახელწოდებით "შარდში ვერ იპოვი კრიმინალს". აქციის მონაწილეები სახელწმიფო უწყებასთან შარდით სავსე ქილებს მიიტანენ.

"თუკი შარდით განისაზღვრება ადამიანის კრიმინალური სტატუსი, მაშინ ჩვენ მოგიტანთ ჩვენს შარდს შესამოწმებლად.

9 ივნისს, საღამოს რვა საათზე (20:00), ყველა მივდივართ კანცელარიასთან, მიგვაქვს ქილით შარდი და ვალაგებთ კანცელარიის წინ. მარტივი აქციაა და ნუ დაგეზარებათ, რადგან ხელისუფლება არათუ არ აპირებს ნარკოპოლიტიკის გადახედვას, არამედ უკვე სახლებში გვივარდება.

გთხოვთ მოიწვიოთ და გაუზიაროთ მეგობრებს", - ნათქვამია მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია