"საქართველოში ხალხით სავსე მიკროავტობუსში ჩატენვა მოგიწევთ" - Matador Network-ის 4 რჩევა ტურისტებს

"საქართველოში ხალხით სავსე მიკროავტობუსში ჩატენვა მოგიწევთ" - Matador Network-ის 4 რჩევა ტურისტებს

კალიფორნიაში შექმნილი ვებგვერდი, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიებს აცნობს, ამჯერად ტურისტებს საქართველოში ვიზიტს ურჩევს.

მოგზაურთა ვებგვერდი მკითხველს სტატიებს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენაზე სთავაზობს. Matador Network – 4 რამ, რის გამოც საქართველოს უნდა ეწვიოთ.

1. ხალხი: თუ ვინმე საქართველოში ერთხელ მაინც ყოფილა, ეს ქვეყანა მათ გულში რჩება; მეგობრულ, სპონტანურ და ფიცხ ქართველებს ტურისტებში ძალიან დიდი ფან-კლუბი ჰყავთ - მათ ეს ღირსეულად დაიმსახურეს. გაოცებულები დავრჩით, როდესაც საკუთარი თვალით ვიხილეთ სრულიად უცნობი ადამიანები როგორ გვეპატიჟებოდნენ და თავაზიანად გვექცეოდნენ. უცნობები დიდი სიამაყით გვათვალიერებინებდნენ მშობლიურ ქალაქს.

2. ქართული სამზარეულო: ქართული სამზარეულო დასავლეთში უცნობია, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირში ქართველებს ყველაზე გემრიელი კერძები აქვთ. ქართული სამზარეულო უნიკალურია: ხაჭაპური, ფხალი, ხინკალი. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ქართველები მაგიდასთან გეპატიჟებიან, მას სუფრა ჰქვია. მაგიდას უძღვება თამადა, რომელიც სადღეგრძელოებს იტყვის - ქართულ სუფრაზე განცდილი შთაბეჭდილება არასდროს დაგავიწყდებათ.

3. სტუმართმოყვარეობა: ქართველები სიტყვა "სტუმარს" არ აღიარებენ - მათთვის ოჯახში შესული ადამიანი ღვთის საჩუქარია. საქართველოში მოგზაურობისას ზუგდიდშიც გავჩერდით. მაღაზიაში გამყიდველს ვკითხეთ, თუ რომელ რესტორანში შეიძლებოდა ლობიო გვეჭამა. სრულიად მოულოდნელად რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ წინ ქალებმა სალათა, პური, აჯიკა, თაფლი და ჭაჭა (გრაპას ქართული ვერსია) დაგვიწყეს. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. თანხის გადახდა რომ ვცადეთ, ჩვენმა მასპინძელმა, რომელსაც ლეილა ერქვა, რუსულ ენაზე გვიპასუხა: "ჩვენი სტუმრები ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".

4. დაუგეგმავი თავგადასავლები: თუ საქართველოში დამოუკიდებლად, ტურისტული სააგენტოს გარეშე მოგზაურობთ, შესაძლოა, ხალხით სავსე მინიავტობუსში (მარშუტკა) ჩაეტენოთ, ზურგს უკან ყვირილი გაიგონოთ და დაინახოთ, როგორ აჩერებს მძღოლი ძრავას იმისთვის, რომ ბენზინი დაზოგოს. თუმცა, შეგხვდებიან ქალები, რომლებიც მთელი გზა თქვენზე ზრუნავენ: გთავაზობენ პურს, სასმელს და ტელეფონის ნომერს, რომ დარეკოთ თუ პრობლემები შეგექმნათ. დამოუკიდებლად საქართველოში მოგზაურობამ შესაძლოა, თქვენს გეგმებში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს; ეს არც სახიფათოა და არც რთულია, უბრალოდ თავს როკ-ვარსკვლავად იგრძნობთ, რომელსაც იმდენად ბევრი თავგადასავალი შეხვდება, რომ თხრობითაც იღლება.

მომზადებულია matadornetwork.com-ის მიხედვით.

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს!

რა ნაწილი წაუშალეს ია ფარულავას სკანდალური გადაცემიდან - ტელეწამყვანს ცნობილი სახეები უპირისპირდებიან და ქიბარ ხალვაშს მიმართავენ

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს