მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე

მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე

"ნაციონალების" მხარეს მარგველაშვილის გადაქაჩვაში აქტიური როლი დაეკისრება ვანო მაჭავარიანს", - ამ სათაურით ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, სკანდალური შეხვედრა უკრაინაში პოროშენკოს ინაგურაციაზე შედგა.

"პრაიმტაიმის" წყაროს ცნობით, უკრაინაში პოროშენკოს ინაუგურაციის დროს, კიევში შედგა საიდუმლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ბაქრაძემ, სააკაშვილის და ბოკერიას დაქირავებულმა ლობისტმა რაფაელ გლუკსმანმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვანო მაჭავარიანი. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს მარგველაშვილის გადაქაჩვა, "ნაცების" თამაშში ჩართვა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენება. მარგველაშვილმა თანხმობა განაცხადა, ვანო მაჭავარიანმა სააკაშვილს მარგველაშვილის თანხმობა გადასცა. გადაწყდა, რომ ამერიკელი ლობისტების, რაფაელ გლუკსმანის ხელშეწყობითა და ვიქტორია ნურლანდის დახმარებით შედგებოდა ბაიდენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი მარგველაშვილის ამბიციების გაღრმავება, "გაგიჟება" და ნაცების მხარეს "გადაქაჩვა" იყო. როგორც შემდგომში ვნახეთ, შედგა ხუთწუთიანი შეხვედრა ფეხზე დგომით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მარგველაშვილის პიროვნებას არასერიოზულად უყურებს, ვინაიდან ამერიკის მხარემ კარგად იცის, რომ რეალური ხელისუფლება საქართველოში პრემიერს აქვს და ის წყვეტს ყველა საკითხს.

"ეს შეხვედრა ბაიდენთან იყო ფორმალური და არაფრისმომცემი, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი ამოცანა შესრულებულია. ჩვენი წყაროს ცნობით, სააკაშვილს სჭირდებოდა ამ შეხვედრის დაფიქსირება, იმისთვის რომ განხორციელდეს მარგველაშვილის "გაგიჟების" გრძელვადიანი გეგმა.

"ნაციონალების" მხარეს მარგველაშვილის გადაქაჩვაში აქტიური როლი დაეკისრება ვანო მაჭავარიანს", - წერს სტატიის ავტორი ნანა შონია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა