ნოდარ ხადური რესტორნებზე, სმა-ჭამაზე და გაუმხელელ დიეტაზე: " ყველა რესტორანში მცნობენ"

ნოდარ ხადური რესტორნებზე, სმა-ჭამაზე და გაუმხელელ დიეტაზე: " ყველა რესტორანში მცნობენ"

თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე, ლარსის გავლით ექსპორტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.

"თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, რადგან ექსპორტიორებს ალტერნატიული გზებით გადაზიდვა მოუწევთ. ლარსიდან იმპორტის შემოსვლაც შეჩერებულია, თუმცა ამისთვისაც შესაძლებელია ალტერნატიული გზები გამონახვა. მაგრამ იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც, ამ პრობლემას დროულად მოვაგვარებთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, ხადურმა პრემიებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. ამონარიდი ინტერვიუდან:

- მინისტრების ხელფასები შემცირდა, თუმცა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" თქვენი კოლეგების სოლიდური პრემიები და სახელფასო დანამატები გამოაქვეყნა. ამ ნუსხაში თქვენი გვარი არ ყოფილა, რატომ?

- იმდენივე ავიღე ხელფასისა და დანამატის სახით, რამდენიც ჩემმა სხვა კოლეგებმა, ორი-სამი გამონაკლისის გარდა. ორგანიზაციას, რომელმაც ჩვენგან ეს მონაცემები მოითხოვა, ჯამური მაჩვენებლები გავუგზავნეთ. საჯარო მოხელეები ვალდებული ვართ, შემოსავლების დეკლარირება მოვახდინოთ და როცა ამის დრო მოვა, ასეც მოხდება. არასდროს არაფერი დამიმალავს და არც ახლა ვაპირებ რამის დამალვას. 2008 წლის აგვისტოში, ომის წაგების დროს აქვთ მაშინდელ მინისტრებს მიღებული მაღალი პრემიები.

- თქვენი მთავრობის მისამართითაც ამბობენ: ბიუჯეტი გაერღვათ და პრემიებს რაში იღებდნენო?

- ომი წააგეს, ეკონომიკა დააქციეს და პრემიებს იღებდნენ! 2008 წელს, ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო ეკონომიკის შენელება. 2008 წლის ივნისში ბანკებს საგრძნობი პრობლემები შეექმნათ. იმ დროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში მენეჯერად ვმუშაობდი და ვიცი, რომ ომამდე ორი თვით ადრე დაიწყეს ბანკებმა სესხებზე "ხელის მოჭერა". ამ დროს კი მაშინდელი მინისტრები პრემიის სახით იღებდნენ გაცილებით მეტს, ვიდრე დღეს ფინანსთა მინისტრი იღებს დღეს ხელფასსა და დანამატს ერთად.

ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა ფინანსთა მინისტრს რესტორნებზე, გახმაურებულ სმა-ჭამასა და დიეტასთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.

"სხვათა შორის, არ მიყვარს რესტორანში სიარული, რადგან ყველა რესტორანში მცნობენ. მეტიც, სხვები ეშლებათ უკვე ხადურში. სადღაც წავიკითხე, ნოდარ ხადური ყოველდღე გოგა ხაჩიძესა და კობა ხაბაზთან ერთად ქეიფობსო. ამის დამწერს უნდა მიუსაჯო ხაჩიძესა და ხაბაზთან ქეიფი", - აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ხადურის დიეტა და რამდენი კილოგრამი დაიკლო, მინისტრი პასუხობს:

-შემოდგომით დავითვალოთ დაკლებული კილოგრამები...არანაირ დიეტას არ ვიცავ, არც დიეტოლოგთან დავდივარ, მიუხედავად იმისა რომ შემოთავაზებები მქონდა. ჩემი წონის მთავარი პრობლემა არანორმირებული სამუშაო გრაფიკია. შესაძლოა ღამის 12 საათამდე ლუკმაც ვერ გავღეჭო. როცა შინ მივდივარ, ვცდილობ აღარ ვჭამო, რაც ზოგჯერ გამომდის და ზოგჯერ - არა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა