ამაშუკელის ბრძოლა "დედის ინსტიტუტის" გადასარჩენად, შეურაცხმყოფელი თავდასხმა კოვზირიძეზე და ახალი სკანდალის დეტალები

ამაშუკელის ბრძოლა "დედის ინსტიტუტის" გადასარჩენად, შეურაცხმყოფელი თავდასხმა კოვზირიძეზე და ახალი სკანდალის დეტალები

გაზეთ "ასავალ-დასავალში" პოეტმა რევაზ ამაშუკელმა მძიმე კაცის, პუბლიცისტ დავით კოვზირიძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის "ტაბულას" ეთერში ღიად ეწევა დედის ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

"ტაბულას" ეთერში ზის ძალიან მძიმე კაცი კოვზირიძე, რომელიც ყველა გამოსვლაზე კოვზით მიირთმევს ნეხვს! ყველას ეკითხება - "ქართლის დედას რას დააჭერინებდით ხელში?" სანამ მაგ კოვზირიძეს დააჭერინებდეს ხელში ქართველი ხალხი იმას, რაც ეკუთვნის, მანამდე ჩაიგდოს ენა! იცოდეს, ძალიან დიდ ცეცხლს ეთამაშება, იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ყველაზე დიდ ინსტიტუტს - დედის განცდას!", - აცხადებს პოეტი გამოცემასთან საუბრისას.

Ambebi.ge დავით კოვზირიძეს დაუკავშირდა:

- ამაშუკელი ყოველ კვირას წერს ჩემზე ასავალ-დასავალში, ეტყობა შევუყვარდი (იცინის).

- რამ "შეაყვარა" ასე თქვენი თავი?

- არ ვიცი, ვუყვარვარ და რა ვქნა, ხო არ დავუშლი სიყვარულს?

- ბრალს გდებთ დედის ინსტიტუტის დისკრედიტაციაში, რას უპასუხებთ ამაშუკელს?

- რა უნდა ვუპასუხო, ავადმყოფი კაცია და გულს იფხანს. ეგრე იცის კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობამ და ნასედკობამ.

- რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ აგენტია და კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა?

- მისი ლექსებიდან გამომდინარე ვამბობ.

- კარგად იცნობთ მის შემოქმედებას?

- საერთოდ არ ვიცნობ და არც ვიცი, ვინ არის ეგ კაცი. რადგან ვუყვარვარ, ვუყვარდე.

- ის ამბობს, რომ დედის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ეწევით, რას უპასუხებდით?

- დედის ინსტიტუტი რა არის? დედა დედაა, ქართველიც და ყაზახიც.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია