დამტვრეული ქანდაკებები და ფოტოზე გადატანილი ტკივილიანი სახეები

დამტვრეული ქანდაკებები და ფოტოზე გადატანილი ტკივილიანი სახეები

16 წლის თათა მარუაშვილი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ფოტოების გადაღების გარდა, ბავშვობიდან ხატავს, წერს ნოველებს და მომავალი ინტერიერის დიზაინერია. მალე საქართველოს დატოვებს, მაგრამ მხოლოდ სწავლის გასაგრძელებლად. დარწმუნებულია, რომ გაუმჯობესებული ცოდნით ისევ საქართველოში დაბრუნდება.

- ბავშვობიდან ვხატავ, ძირითადად გრაფიკას, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ფერწერაზე გადავედი. 14 წლის ვიყავი, რო-დესაც ფოტოების გადაღება დავიწყე. პირველად მობილური აპარატით ვიღებდი, შემდეგ მშობლებმა ფოტოაპარატი მიყიდეს. ძირითადად პეიზაჟებსა და ადამიანების კიდურებს ვიღებდი. ჩემს ძმას, მეგობრებს დავაყენებდი და უამრავ ფოტოს ვუღებდი. დედამ ჩემს კარიერულ არჩევანში ძალიან დიდი როლი ითამაშა. პროფესიით ფილოსოფოსია, ხატავს და ხშირად ვსაუბრობდით ხელოვნებაზე.

- როგორც ვიცი, ჩანახატებს წერ.

- დიახ, ამ ბოლო დროს წიგნის დაწერის სურვილი გამიჩნდა, იმედია, ეს იდეა განხორციელდება. ვიღებ ყველგან, მაგალითად, იპოდრომის ერთი სერია მაქვს, სადაც ასახულია მიტოვებული საჯინიბო, შენობები.

- შავ-თეთრი ფოტოების გადაღება მოგწონს.

- ამ დროს საგანი უფრო მკვეთრი ჩანს და უფრო მეტი ემოცია მოდის, როდესაც პორტრეტებს ვიღებ. მომწონს ბავშვებისა და მოხუცების სერია. მათთან უფრო იგრძნობა ხასიათი. რამდენიმე ფოტო მაქვს გადაღებული ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. ამ დროს ვიმალები, არ მინდა, რომ დამინახონ, მერიდება... ერთმა მოხუცმა მამაკაცმა, რომელიც არავის ელაპარაკებოდა, ჩემთან საუბარი დაიწყო, ვკითხე - არ იყო ეს საქმე მისთვის დამღლელი?.. რაზეც მიპასუხა, რომ მაინც ბედნიერი იყო იმით, რაც ცხოვრებაში გააკეთა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია