"ღარიბაშვილმა აშშ-ს ელჩი მოატყუა" - გოგა ხაჩიძის საჩივარი

"ღარიბაშვილმა აშშ-ს ელჩი მოატყუა" - გოგა ხაჩიძის საჩივარი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე Facebook-ზე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რიჩარდ ნორლანდი მოატყუა.

Facebook/ გოგა ხაჩიძე:

"მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ბ-ნ რიჩარდ ნორლანდს!

ბ-ნო ელჩო, სამწუხაროდ თქვენ ტყუილი გითხრათ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხელისუფლება და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არათუ ემიჯნებიან, არამედ თვითონ არიან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლისა და უკანონობის ორგანოზატორები.

ამის მარტივ დადასტურებად დღევანდელი ცაგერის ინციდენტიც გამოდგება, როდესაც ხელისუფლება ერთს აცხადებს და პარალელურ რეჟიმში განაგრძობს ძალადობას.

ბ-ნო ელჩო, მივესალმები აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას და მოგიწოდებთ უფრო მეტი პრინციპულობით მოითხოვოთ ხელისუფლებისგან, დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა, დარჩენილ პერიოდში მაინც", - წერს ხაჩიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა