მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის კანცელარიასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის წინ შარდი მიიტანეს, რომლითაც გული დახატეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ ქუჩაში ადამიანების გაჩერებას თავი დაანებონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ტორესა მოსის განცხადებით, მთავრობამ უნდა მოახდინოს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რადგან მარიხუანას მომხმარებელი არ არის კრიმინალი. მან ასევე გააპროტესტა გუშინ, საირმის ქუჩაზე პატრულის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავება.

"ადამიანები, რომლებიც სახლში ერთობიან, არ არიან კრიმინალები და მათი დაკავება არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს დღეს მოვუტანეთ შარდი და შეუძლიათ, რომ ამ შარდს ანალიზი გაუკეთონ", - აღნიშნა ტორესა მოსიმ.

აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ასევე, გუშინ საირმის ქუჩაზე დაკავებულებიც. მათი განცხადებით, მათი დაკავება იყო სრულიად უკანონო, რადგან მეგობრის სახლში ერთობოდნენ და არაფერს აშავებდნენ. აქციაზე იყო შეძახილები "ჩაიბარე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია