"მაესტროს" გადაცემა "ოთხი ელემენტის" ეთერში გადაცემის წამყვანებმა სტუმრებთან ერთად უშვილობის პრობლემებზე ისაუბრეს. სტუმრად მყოფმა უროლოგ-ანდროლოგმა, პროფესორმა დავით ქოჩიაშვილმა საინტერესო ისტორია უამბო მასპინძლებსა და მაყურებელს. მისი თქმით, ორი წლის წინ ახალგაზრდა ქალმა ექიმების ნებართვით, 5 საათის გარდაცვლილი მეუღლის სპერმა ითხოვა, რომელიც განაყოფიერებისთვის ვარგისი იყო.
"ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახალი დაქორწინებული იყო, ავარიაში დაიღუპა. ჩვენთან მოვიდა მისი მეუღლე, ძალიან გვთხოვა, რომ არ ჰყავდათ შვილი და უნდოდა, უკვე მკვდარი მეუღლისგან შვილი ჰყოლოდა... გარდაცვალებიდან 5-6 საათში მივიღეთ სპერმა, რომელიც ვარგოდა განაყოფიერებისთვის", - ყვება გადაცემაში დავით ქოჩიაშვილი.