მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას ჰაიდი ტალიავინის დანიშვნით "გაუჩალიჩეს"

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას ჰაიდი ტალიავინის დანიშვნით "გაუჩალიჩეს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ძალიან გაუკვირდა და შეშფოთდა იმ აღმოჩენით, რომ ეუთო-მ უკრაინაში თავის წარმომადგენლად ჰაიდი ტალიავინი დანიშნა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია TSN-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ახლა ასეთი ვითარებაა – გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს უნდოდა მხარი დაეჭირა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივისთვის რუსეთისთვის ისეთი სანქციები დაეწესებინა, რომელიც რუსეთის, პუტინის ეკონომიკას გატეხავდა.

"რუსეთი ეს არის დიდი ბენზინგასამართი სადგური და როგორც კი სანქციებს შემოიღებდნენ ნავთობსა და გაზზე, ეს პუტინიზმის დასასრული იქნებოდა. თუმცა არის კომერციული ინტერესი. არის გერმანიის საგარეო უწყება, რომელსაც არ უნდოდა ეს სანქციები. ახლა თქვენ შემოგიგდეს ტალიავინი, რომელიც თავის დროზე სამხრეთ ოსეთში გამოიყენეს. მან მართალია ყველა ფაქტი სწორად აღწერა, თუმცა გერმანიის საგარეო უწყებამ, მაშინაც იგივე მინისტრი იყო, რომელიც ახლაა, დასვა და ათქმევინა, რომ ფაქტები სწორია, მაგრამ არ არის საჭირო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში პირდაპირ ვიტყვი, რომ მათ "გაგიჩალიჩეს". დანიშნეს დიპლომატი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთი წყლიდან მშრალი ამოვიდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა