ნინო ბურჯანაძის ვაჟმა კახი კალაძეს "არმანის ნიფხავში წამოგორებული ჭორიკანა ორღობის დედაკაცი" უწოდა

ნინო ბურჯანაძის ვაჟმა კახი კალაძეს "არმანის ნიფხავში წამოგორებული ჭორიკანა ორღობის დედაკაცი" უწოდა

სიმართლე უთხარით ქვეყნის მოსახლეობას, 2008 წელს თქვენ პარლამენტიდან იმის გამო წამოხვედით, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, – ასე მიმართა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ ნინო ბურჯანაძეს "რუსთავი 2"-ის თოქ შოუ "არჩევანში" სტუმრობისას. კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები დღეს ბურჯანაძის პარტიაში არიან გადაბარგებულები.

კახი კალაძის ამ გამონათქვამებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნინო ბურჯანაძის უმცროსი ვაჟი, რეზიკო ბიწაძე ეხმაურება, რომელიც კალაძეს ფოტოკამერებთან თამამ პოზირებას ახსენებს და "ორღობის ჭორიკანა დედაკაცს უწოდებს".

Facebook/ რეზიკო ბიწაძე (სტილი დაცულია):

"კახი! ვის არ მოუკითხავს ხალხი 26 მაისს?! 17 წლის ასაკში ზონა-ზონა პერედაჩებზე რო დავრბოდი ფეხით (ეს მარტო მე), ვინ მყავდა ცოცხალი ვინ მკვდარი წესიერად არც ვიცოდი! რა გალაპარაკებს ამდენს, რო დაგვიჭირეს და გადაგვიარეს მაშინ შენ არმანის ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში! სპეცნაზმა გამოიყვანა ბურჯანაძეო სააკაშვილის გარდა არავის არ უთქვამს ეგ სისულელე და იმანაც ერთხელ და მეორედ ვეღარც გაიმეორა. ბოლოს და ბოლოს რამდენიმე ასეულმა კაცმა უყურა მარტო ჩვენი მხრიდან ვინ როგორ გამოვიდა. მის ადგილზე ეჭვი მაქვს ტირილით გამოვარდებოდი იქედან. ვიცე-პრემიერი ხარ კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე რო ჭორაობ ორღობის დედაკაცივით", - წერს ნინო ბურჯანაძის ვაჟი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები