გოგონა, რომელიც საზოგადოებამ საზარელი ტრაგედიით გაიცნო - გვანცა ადამია თხოვდება

გოგონა, რომელიც საზოგადოებამ საზარელი ტრაგედიით გაიცნო - გვანცა ადამია თხოვდება

გვანცა ადამიას სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი იმ საზარელი შემთხვევის შემდეგ გახდა, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბებზე მოხდა. უიმედოდ შეყვარებულმა ბიჭმა, ვანო ღონღაძემ თავისი რჩეული მესამე სართულის კიბიდან გადმოაგდო.

გოგონა მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. რამდენიმე ოპერაციისა და დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, რომლის ნაწილიც საწოლში გაატარა. გვანცა დღემდე რეაბილიტაციის პროცესშია. ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, რომ კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამისთვის სათანადო თანხები არ აქვს ოჯახს. წერდა ფსიქოლოგიურ ტრავმაზეც, რომ ქუჩაში უსაფრთხოდ სიარული აღარ შეუძლია, ჰგონია რომ უთვალთვალებენ და ა. შ.

იმ საზარელი შემთხვევიდან რამდენიმე თვეში გვანცამ შეძლო და უნივერსიტეტში სიარული დაიწყო. ასევე მუშაობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

მოძალადე ვანო ღონღაძე ექსპერტიზის დასკვნისა და მშობლების ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ შეურაცხადად ცნო და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია